მარშანია ნადარეიშვილს – სიყვარული ბრმაა და ასეთ მდგომარეობაშია დღეს ანი

 

    „სიყვარული ბრმაა და ასეთ მდგომარეობაშია დღეს ანი“, – ამ სიტყვებით მიმართა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს ყოფილმა პარლამენტარმა ადა მარშანიამ. როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი ?“-ს გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ანი ნადარეიშვილი სოხუმში მის თვალწინ გაიზარდა, თუმცა ყოფილმა პარლამენტარმა ანი ნადარეიშვილს არჩევანი დაუწუნა.
“ანი ნადარეიშვილი ჩემს თვალწინ გაიზარდა, ქალაქ სოხუმში, ჩვენი ოჯახები ძალიაბ მეგობრობდნენ და მას დიდი გულისყურით თვალყურს ვადევნებ, უკვე ორი წელია და საერთოდ არაფერი მითქვამს მისთვის. უბრალოდ მინდა ძველი გამონათქვამი გავახსენო, ნათქვამია, სიყვარული ბრმაა და ასეთ მდგომარეობაშია დღეს ანი, მას დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა, დაკარგული აქვს ობიექტურებოს გრძნობა სამწუხაროდ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.
რასაც ანი ნადარეიშვილის რეპლიკა მოჰყვა: „თქვენ რა იცით სიყვარული?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები