ირმა ინაშვილმა გოგა ონიანს ერთუჯრედიანი ამება უწოდა

   პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ხელისუფლებას და შს სამინისტროს მიმართავს და ადამიანთა წამების ამსახველ ვიდეო-კადრების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ?“ – ს გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, იგი ადამიანის წამების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურული იყო, დაზარალებულები ჩვენებებს იძლეოდნენ, თუ როგორ აუპატურებდნენ მათ წინა ხელისუფლების დროს.
„გამეცით კითხვაზე პასუხი, აწამებდნენ თუ არა ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმის დროს. იყო თუ არა ადამიანების წამება ციხეებში, პოლიციის განყოფილებაში, არის თუ არა ვიდეო კადრები, როგორ დააბეს ადამიანი და პოლიციის შენობაში როგორ სადისტურად აწამებდნენ? არის თუ არა კადრები ქუთაისის პოლიციის შენობაში, როგორ აყურებინეს მამას ქალიშვილის გაუპატიურების კადრები, მინდა მივმართო ამ ხელისუფლებას და შს სამინისტროს, რომ არავითარი პირადი ცხოვრების შემლახველი არ არის ეს კადრები, გადაფარეთ სახეები და აჩვენეთ ქართულ საზოგადოებას რას სჩადიოდა ის რეჟიმი, რომ აღარ ჰქონდეთ ასეთი გონორი. ეს ყველაფერი ნახოს იგივე საერთაშორისო საზოგადოებამ, ეს იქნება ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვაშინგტონი, ყველამ გაიგოს რა ხდებოდა საქართველოში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს და დღეს ვხედავთ ეს მწამებლები აქეთ კითხვებს გვისმევენ. მე ნანახი მაქვს ეს კადრები. სხვათაშორის მე ერთ – ერთი მოწმე ვარ პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს სასამართლო პროცესი დახურული იყო, რათა საზოგადოებას არ მოესმინა რამდენი მოწმე გამოდიოდა პროცესზე. როგორ ჰყვებოდნენ ეს კაცები როგორ აუპატიურებდით მათ? დღეს თქვენი მორალური საზღვრები აღარა გაქვთ. ნავთლუღის სპეცოოპერაცია არ იყო სპეცოოპერაცია, ეს იყო ადამიანების მკვლელობა. სპეცოპერაცია დაარქვეს ახალიებმა, სამი ადამიანი დაცხრილეს“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „არჩევანი“
ამასთან, ინაშვილი ადვოკატ გიორგი ონიანს დაუპირისპირდა და მას ერთუჯრედიანი ამება უწოდა, რაზეც ონიანმა უპასუხა, რომ ერთუჯრედიანები საკუთარ სახლში მოეკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები