თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამეგობრობას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.

ერდოღანის განცხადებით, „პალესტინის აღიარება აღარ უნდა დარჩეს გადაუჭრელ საკითხად“ და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.

„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების გარეშე რეგიონში მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება,“ — აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამწვავებაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და ადამიანის უფლებები ყველასთვის თანაბრად უნდა იქნეს დაცული.

“ისრაელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზით და დასავლეთ სანაპიროთი. ის ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას სირიის, ირანის, იემენისა და ლიბანის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებით. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელმაც პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადა. მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ზომები დაუყოვნებლივ მიიღეთ”, – თქვა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები