“რუსთავი2”-ის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზირებული

 

   ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზირებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველები “რუსთავი2”-მა სტუდიაში მომხდარი ჩხუბის გამო გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის პირდაპირ ეთერში ბაჩო ახალაიას ადვოკატ რომეო საჯაიასა და გადაცემის სტუმარ თარხან გასვიანს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რომეო საჯაიამ გასვიანის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, თავად თარხან გასვიანს კი ნარკომომხმარებელი უწოდა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა სარეკლამო ჭრით შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები