ოთარაშვილი თარგამაძეს: რუსთაველის გამზირი სისხლით აავსეთ, გია ბურჯანაძე ცემით მოკალით…

 

  მწერალ ვაჟა ოთარაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლების დანაშაული სწორედ ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობას “ დღემდე ნიუნბერგის პროცესი არ მოუწყვეს, – ამის შესახებ ვაჟა ოთარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″ -ის გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა. ვაჟა ოთარაშვილის განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის იმ რეპლიკას მოჰყვა, სადაც დეპუტატის თქმით „რევანშს“ არ დაუშვებს.
„როგორი სამარცხვინოა, როდესაც წინა ხელისუფლების ნეობოლშევიკური ერთ-ერთი ელემენტი ლაპარაკობს, როდესაც 2007 წლის ზაფხულში, მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის შენობაში სამასი ნიღბიანი შევარდა და დაამტვრიეს ტიციან ტაბიძის, გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის ნივთები. დალეწეს გუდიაშვილის უნიკალური ნახატები და ეროვნული ამხელა საგანძური. გაანადგურეს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა. როგორ შეიძლება თქვენ ილაპარაკოთ ასეთი ტონით, როდესაც დაარბიეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია. რეებს ლაპარაკობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამნეზია დაემართა და აღარ ახსოვთ ვინ იყავით? საიდან მოხვედით? რა მენტალიტეტის მატარებელი ბრძანდებით? თუ როგორაა თქვენი საქმე? ხომ არ გგონიათ, რომ შვიდი წლის წინანდელი პერიოდი აღარ გვახსოვს? ან 7 ნოემბერი აღარ გვახსოვს? ან 6 მაისი აღარ გვახსოვს? როცა ეს ყველაფერი მთელი საქართველოს წინ ხდებოდა? დღეს რაღაც ორ კაცზე საუბრობთ… მთელი საქართველო, მთელი რუსთაველის გამზირი სისხლით აავსეთ და მსახიობი გია ბურჯანაძე ცემით მოკალით, ამის შემდეგ დაავადდა კაცი. ამის შემდეგ თქვენ გინდათ ხმა ამოიღოთ? რატომ არ დაიქცევა ეს ქვეყანა. ამ ხელისუფლების დანაშაული ისაა, რომ თქვენ არ გაგასამართლათ აქამდე, ნიუნბერგის პროცესი არ მოგიწყოთ“, – განაცხადა მწერალმა ვაჟა ოთარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები