ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა ენერგორესურსები ნებისმიერ ქვეყანას მიაწოდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სამართლიანობისა და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეერთებული შტატები მზადაა ენერგორესურსები მთელ მსოფლიოში გაყიდოს.
„ჩვენ სიამაყით ვახორციელებთ ენერგორესურსების ექსპორტს მთელ მსოფლიოში. შეერთებული შტატები ამჟამად უმსხვილესი ექსპორტიორია. ჩვენ გვსურს ვაჭრობა და აქტიური კომერციული საქმიანობა ყველა ქვეყანასთან. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ქვეყნებს და დავეხმარებით მათ, მაგრამ სამართლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.