ტრამპი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში მონაწილეობდა და რომ მომლაპარაკებელმა მხარეებმა ეს უნდა გააკეთონ.
თეთრი სახლის ლიდერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე გავლენიანმა ქვეყანამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა.
ტრამპის თქმით, ეს არის ჯილდო „ჰამასის“ სისასტიკისთვის.
„ვისაც მშვიდობა სურს, ერთი გზავნილით უნდა გაერთიანდეს: „გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის ამ ფრაზას ასამბლეაზე აპლოდისმენტები მოჰყვა.