ესპანეთი ისრაელისთვის იარაღის სრულ ემბარგოს აწესებს

ესპანეთის მთავრობამ ისრაელთან იარაღის ვაჭრობაზე სრული ემბარგო ოფიციალურად დაამტკიცა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ეს ქმედება ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია.

გადაწყვეტილება მოიცავს იარაღის, ვაზნების, სამხედრო ტექნიკისა და შესაბამისი ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის სრულ აკრძალვას.

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელის მიმართულებით იარაღით დატვირთულ გემები და თვითმფრინავები ესპანეთის პორტებში და საჰაერო სივრცეში აღარ დაიშვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უკვე ძალაში შევიდა, ის ესპანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები