22 ოქტომბერი

09:30
“რედისონში” დარბაზი “ივერია ბალრუმში” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობებსა და პერსპექტივებს მიეძღვნება.
09:30
NEW
მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს სამთავრობო უწყებებსა და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
10:00
თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: გენერალ კვინიტაძის N20
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
“პირველ პრესკლუბში” სკოლის დირექტორები, დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
NEW
საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მერიაში დაგეგმილი ატესტაცია.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უსუფაშვილის წერილი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შეხვდება.
12:00
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე დისკუსიას გამართავენ. შეხვედრის მიზანია იმ ძირითადი პრობლემური საკითხების გამოკვეთა, რომელიც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის მიმართულებით არსებობს. მისამართი: ჯანსუღ კახიძის 15
12:00
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი ბექა ბადრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ, ოლიმპიური ვარსკვლავის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა რაზიკაშვილის მხრიდან დაზარალებულებთან ერთად, ბრალდებულ ზაზა რაზიკაშვილის დააპტიმრების მოთხოვნით. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების N 36

12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება.
12:00
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიას გახსნის, სადაც მოხდება როგორც პრაკტიკული ისე თეორიული მეცადინეობა. მისამართი: ჭიჭინაძის ქ. 10 (აფრიკის დასახლება)
12:00
“პირველ პრესკლუბში” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
ახალი ამბების სააგენტო Front News ის პრეს–კლუბში, დიზაინერი ჯორჯ როვალსი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთის საქალაქო დეპუტატის სტეფან არლოვის მიერ განხორციელებული ქმედება და არასრულწლოვნების გაუპატიურების საქმე. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11 საკონტაქტო ნომრები: 247 36 56 ; 595 032 032
12:00
NEW
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
16:00
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენას გახსნის. მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).
17:00
NEW
უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება. პარალელური აქციები მოეწყობა საქართველოს 3 რეგიონში: ზუგდიდი – ბულვარის ტერიტორია, ბათუმი – თავისუფლების მოედანი (ყოფილი ერას მოედანი), ქუთაისი – აღმაშენებლის მოედანი (ბაღის კიდის სვეტებთან).
18:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია „თვითმმართველობის ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ (GFOA) თავმჯდომარეს ჯეფრი ესერს შეხვდება და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივრებს განიხილავს. მისამართი: ლერმონტოვის #10

20:00
“ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში” III სართულზე, XV ტრადიციულ ბიზნეს რეიტინგში გამარჯვებულ კომპანია ბიზნესმენთადაჯილდოების საიუბილეო ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები