“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს

 

    “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან „თავისუფალი თაობის” 5 წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე.
“3 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), 2 პირი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1 პირი – 166-ე და 173-ე მუხლებით”, აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან თავისუფალი თაობის” მიერ გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქციაზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის მიმართულებით კვერცხების სროლა დაიწყეს, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი პირი: ლადო სადღობელაშვილი, დავით დიდია და ზურაბ ბიგვავა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები