მაკრონი: საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკრონის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მშვიდობის ინტერესებშია და „ჰამასისთვის“ დამარცხებაა.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია ღაზაში ომის დასრულების ლოდინი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან დროა, გავათავისუფლოთ მძევლები, შევაჩეროთ ომი და ხოცვა-ჟლეტა. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ნაადრევია, ზოგმა თქვას, რომ დაგვიანებულია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები