ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე ჩეხეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

    ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე ჩეხეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე კომიტეტების წევრებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. „ჩეხეთის პარლამენტი გვერდში გვიდგას ჩვენ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების უსწრაფესად რატიფიკაციას, ვიზის ლიბერალიზაციის მომავალ პროცესს და ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას შეეხება. ისინი დიდი ხანია როგორც ორმხრივ ასევე, ვიშეგრადის ფორმატში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის როგორც ტერიტორიულ მთლიანობის, ასევე მისი დეოკუპაციის აუცილებლობის საკითხს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც კომიტეტის როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მორიგი შეხვედრა სტუმრებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის წევრებთან გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. როგორც შეხვედრაზე სტუმრებმა აღნიშნეს, ისინი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტს. „ჩვენმა კოლეგებმა გააკრიტიკეს და მიუღებლად მიიჩნიეს რუსეთის პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში, კონკრეტულად კი, იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის ხელმოწერასაც აპირებენ“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტიერაძემ. მისივე თქმით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ნოემბერში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურები დაიწყება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი კანონმდებლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში 24 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები