ოთარ დანელიამ iPhone 6 ბიუჯეტის თანხით შეიძინა

 

  ოთარ დანელია „iPhone +“- ის ბოლო მოდელის მობილურ ტელეფონით მანამ ისარგებლებს, სანამ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე იქნება – ამის შესახებ „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც კი ოთარ დანელია თანამდებობას დატოვებს მობილური ტელეფონი „iPhone +6„ სამინისტროში დარჩება და შემდეგ მინისტრს გადაეცემა.
„ოთარ დანელიას პირადი ტელეფონი, რითაც დღემდე სარგებლობდა დაუზიანდა და ახალი შეიძინა. ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ. მინისტრმა ახალი ტელეფონი სამინისტროს ბიუჯეტის თანხით შეიძინა. როგორც კი დატოვებს ოთარ დანელია თანამდებობას, ეს ტელეფონი სამინისტროში დარჩება და მის შემცვლელს გადაეცემა. ეს ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული და არც დაგვიმალავს“, – აცხადებენ სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი iPhone 6 იყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები