“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ინციდენტი მოხდა

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან თავისუფალი თაობის” მიერ გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქციაზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის მიმართულებით კვერცხების სროლა დაიწყეს, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი პირი: ლადო სადღობელაშვილი, დავით დიდია და ზურაბ ბიგვავა დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის გაუქმების მოთხოვნით ტარდება. “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები აქციაზე დროშებით იმყოფებიან.
აქციის ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩართულია სიმღერა “მიშა მაგარია”. ადგილზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები