თბილისის მერიაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ

 

   თბილისის მერია მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა მედია-საშუალებებში გვრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ალექსანდრე სანაძე არის მთაწმინდის გამგებლის მოადგილეა სიცრუეა.
“ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეულ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე სანაძე არის მთაწმინდის გამგებლის მოადგილე. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მთაწმინდის რაიონის გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე – ბადრი ხვადაგიანი, ირაკლი ქუთათელაძე და კახა ქოროღლიშვილი. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და მისი გამოთხოვა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. ამიტომ მივმართავთ დაინტერესებულ მედია-საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები