თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძარი ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს გამოძიება187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები