შსს-ს წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაესწრნენ

 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და უწყების სხვა წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრას დაესწრნენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტებს, რაც უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ადგილზე საფრთხეს უქმნის. ასევე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დღესაც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის. სხდომის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა სოფლების – პერევის და ქარძმანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე სკოლის მოსწავლეთათვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გამოყოფის საკითხზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დე-ფაქტო ცხინვალელ კოლეგებს სრული ტექნიკური დახმარება შესთავაზეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს წყლის სიტემის რეაბილიტაციის საკითხებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მომავალი შეხვედრა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები