ახალციხეში მარიხუანას ჯიშის მცენარეები გაანადგურეს

 

    ახალციხეში რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ანტინარკოტიკული აქცია ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის № 1 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით, შესაბამისი წესით ქალაქის მიმდებარე ტერიტორაზე ველურად ამოსული მარიხუანას ჯიშის მცენარეები განადგურდა.
აქციის პარალელურად პროკურორები მოსწავლეებს ნარკოტიკული დანაშაულებების შესახებ ესაუბრნენ და მათ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები