მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ამალ აფიფთან (რეზიდენციით ქ. ერევანი). ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით და აღნიშნეს ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

მხარეებმა დააფიქსირეს საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები