ქარელის ცენტრში უცნობმა პირმა ავტომობილი დაცხრილა

ქარელის ცენტრში უცნობმა პირმა ავტომობილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, შესაბამისი კადრები კი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დეტალები უცნობია.

“კვირა” დამატებით ინფორმაციას შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები