პროკურორი – ელენე ხოშტარიაზე: თუ ბრალდებული დღესვე გადაიხდის საპატიმრო გირაოს, გადახდის მომენტიდანვე გათავისუფლდება შესაბამისი დაწესებულებიდან

ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორის, გოგა კაკოჩაშვილის თქმით, თუ ხოშტარია გირაოს დღეს გადაიხდის, ის მაშინვე გათავისუფლდება.

“საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბრალდებულს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე, რომელიც აღემატება 150 ლარს, რამაც მოგვცა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ბრალდების წარდგენა ბრალდებულისთვის. ზოგადად, საპატიმრო გირაოს შემთხვევაში, თუ ბრალდებული დღესვე გადაიხდის საპატიმრო გირაოს, გირაოს გადახდის მომენტიდანვე გათავისუფლდება შესაბამისი დაწესებულებიდან. სანამ არ გადაიხდის, შესაბამისად იქნება დაწესებულებაში”, – განაცხადა პროკურორმა, გოგა კაკოჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები