საბაჟო – გამშვებ პუნქტზე მარიხუანას შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე კ.ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას 3,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეორე ფაქტის გამოვლენა კინოლოგიის ცენტრის თანამშრომელთან ერთად შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, კინოლოგ-ოფიცრის მიერ ძაღლით დათვალიერებისას სომხეთის მოქალაქე ა.კ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში დაახლოებით 2 გრამი მარიხუანა აღმოჩნდა.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის მარნეულის განყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები