გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში სამუშო ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს ლუბნა ბინტ ხალიდ ალ ქასიმის მასპინძლობს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პირველი შეხვედრა შეიხმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართა. არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი საქართველოში საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა.
,,საქართველოში ჩვენს ვიზიტს წინ უძღოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელსაც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ახლდა თან. ჩვენი მიზანია, გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოში. ჩვენ ვეცნობით საქართველოს საინვესტიციო გარემოს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დელეგაცია კიდევ ჩამოვა და ადგილზე შევისწავლით საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალს”, – განაცხადა ლუბნა ბინტ ხალიდ ალ ქასიმიმ.
არაბთა გაერთიანებული საემიროები სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოთი” დაინტერესდა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არაბეთის მთავრობამ ინტერესი გამოხატა საქართველოში სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი წარმოებისა და მტკნარი წყლის ექსპორტის მიმართულებებით. ასევე, იგეგმება მომავალში ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარება.
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება. რომლის დროსაც შეიხა რამდენიმე ქართულ საწარმოს დაათვალიერებს. ვიზიტის ბოლოს ლუბნა ბინტ ხალიდ ალ ქასიმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები