დარჩიაშვილი უსუფაშვილის სტატიაზე: რა დასაწერი იყო ასეთი შინაარსის სტატია

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილის International New York Times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი “კვირასთან“ აფასებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული შინაარსის წერილის გამოქვეყნება, მით უფრო სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, მიზანშეწონილი არ იყო. “ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თხოვნის შესრულება მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, შეიძლება უფრო მეტი სირთულეებიც მოჰყვეს ამ ფაქტს. რა დასაწერი იყო ასეთი შინაარსის სტატია, მით უმეტეს – სოლიდური თანხის ხარჯზე, გაუგებარია. ჩვენი წუხილი ამა თუ იმ მოვლენაზე ოფიციალური პირების განცხადებებში, დოკუმენტებში, რეზოლუციებში აისახება, რაც შეეხება გავლენიან უცხოურ გამომცელობლებში არსებული ხელისუფლების მისამართით გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალებს, ისინი სარედაქციო წერილების სახით იბეჭდება და ამაში თანხას არავინ იხდის, “,-განუცხადა “კვირას“ დავით დარჩიაშვილმა.
შეგასენებთ, რომ 16 ოქტომბერს გამოცემა International New York Times-ში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით: “სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა – პუტინთან “შეკრული” ივანიშვილი. სტატიაში დავით უსუფაშვილი აღნიშნავდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, International New York Times-ში დაბეჭდილ მის წერილში პირადად მას არაფერი გადაუხდია. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატია დაწერის შემდეგ “აგენდა.გე”-ს გადასცა და სთხოვა, რომ გამოექვეყნებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები