ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულ ტაილერ რობინსონს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც იუტას ოლქის პროკურორმა, ჯეფ გრეიმ განაცხადა, რობინსონს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლის ორი ეპიზოდი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რამაც მძიმე დაზიანება გამოიწვია, მოწმეზე ზემოქმედების ორი ეპიზოდი და ბავშვის თანდასწრებით ძალადობრივი ქმედების ჩადენა.
ამასთან, პროკურორის თქმით, ის რობინსონისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ჯეფ გრეის განცხადებით, პოლიციამ მკვლელობის ადგილთან ახლო პერიმეტრზე იპოვა პირსახოცში გახვეული სნაიპერული შაშხანა, რომელშიც სამი გამოუყენებელი და ერთი გამოყენებული ვაზნა იყო. ვაზნაზე ბრალდებულს, ტაილერ რობინსონს წარწერები ჰქონდა გაკეთებული: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო“.
გარდა ამისა, პროკურორმა პრესკონფერენციაზე რობინსონისა და მასთან ერთად მცხოვრები – ტრანსგენდერი პარტნიორის – მიმოწერა წარადგინა, რომელსაც ბრალდებულმა წერილი დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და აქტივისტი ჩარლი კირკი, 10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე სასიკვდილოდ დაჭრეს.