ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზა

კახეთში, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას 6,4 -კილომეტრიანი გზა გაიხსნა, რომელიც 10 სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან დააკავშირებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესამსახურის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება და ერთადერთია, რომელიც ამ სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. ამავე გზით მუდმივად 20 000 ადამიანი სარგებლობს, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. დღეიდან მათი მგზავრობის ხანგრძლივობა სოფლიდან ცენტრამდე მნიშვნელოვნად შემცირდება და კომფორტული გახდება. ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილოგზის (კმ16-კმ22) რეაბილიტირებული მონაკვეთი სიღნაღის მუნიციპალიტეტში იწყება და უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზას სოფელ ანაგას ტერიტორიაზე.პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმაღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოები ს.ს. „კავკასავტომაგისტრალმა“ შეასრულა.
სამუშაოებზე დასაქმდა 50-მდე ადამიანი, აქედან 50% – ადგილობრივი მოსახლე. პროექტის შესაბამისად განხორციელდა: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბორდიურების, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. შეკეთდა არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ასევე, მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები.
გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.

10728605_840764745946020_72496080_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები