ხელისუფლებამ წყალში ჩაყარა ის შრომა, რის შედეგადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნეოდა – გიორგი ღვინიაშვილი

ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ეს ფაქტი ნამდვილად ცუდად იმოქმედებს საქართველოზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე.
მისივე თქმით, გერმანიის პრესამ გაავრცელა საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თავის მოქალაქეებზე, მომატებული კრიმინოგენული საფრთხის გამო არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ სუდანი, მალი, ნიგერია, ლიბერია, ბურკინა-ფასო, იემენი, კამერუნი და საქართველო.
“ამას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც ამის მიზეზად დაასახელა სვანეთში უცხოელ ტურისტებზე ყაჩაღური თავდასხმა და განაცხადა, რომ ასეთ ფაქტებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით ყურადღება, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნამდვილად საგანგაშოა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერეხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა. ეს ფაქტი ნამდვილად იმოქმედებს საქართველოზე ცუდად, იმოქმედებს ცუდად საქართველოს ეკონომიკაზე, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფურცლებზე ალამაზოს კრიმინოგენული მდგომარეობა, მიხედონ რეალურად საქმეს”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები