გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანს როელ დონას, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს იანა ჰოლსტ ჰუბნერს და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მთავარ სამართლებრივ მრჩეველს შენაზ მუზაფერს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას.
სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი ესწრებოდნენ.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები