კანცელარიასთან აქცია სამზარეულოს ჭურჭლის ხმაურის ფონზე გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-სანახაობა გაიმართა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობა მანდილოსანია. დღევანდელ საპროტესტო აქციას სიმბოლური წარმოდგენის სახე ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა აქცია ჭურჭლის ხმაურის ფონზე გამართეს.
მათ სამზარეულოს ნივთებით მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ქალები მხოლოდ სამზარეულოსთვის არ არიან შექმნილები. მოგვიანებით აღნიშული ნივთები აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან დატოვეს, მათ ამ ფორმით მთავრობის მეთაურს მოუწოდეს, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებები მაქსიმალურად დაცული იყოს და სახელმწიფომ საამისოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები