სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ნატო-ს ექსპერტი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ნატო-ს ოპერატიული სამმართველოს საგანგებო დაგეგმარების სექტორის უფროსი ოფიცერი სტეფანო სანტომატო ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, სტეფანო სანტომატოს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვლი და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. სტუმარს წარუდგინეს პრეზენტაცია და დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს. სტეფანო სანტომატო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზის შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და პირად შემადგენლობას გაეცნო.
სამაშველო ბაზაზე საგანგებო სიტუაციის მართვის შესახებ სიმულაციური საჩვენებელი ტრენინგი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები