ნათია მიქელაძემ სამხრეთ კორეის დელეგაცია მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე კორეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს კიმ კიუნგ-სიკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კორეის მხარემ კორეის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა და ხაზი გაუსვა კორეული კომპანიების მრავალწლიან მაღალპროფესიულ გამოცდილებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დელეგაცია წამყვანი კორეული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებისგან შედგებოდა.
საქართველოს მხარემ კორეასთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა როგორც საზღვაო ტრანსპორტის სფეროში, ასევე მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში.
ნათია მიქელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების შესახებ და გააცნო სახელმწიფო პოლიტიკა საინვესტიციო სფეროში. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განაცხადა, ქართული მხარე მიესალმება სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარებას სატრანსპორტო ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით და კორეული კომპანიების ჩართულობას მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები