“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს, დღევანდელი “ნაცების” მიერ მოგონილი ფრაზეოლოგიაა” – მათიკაშვილი

“ერთი მხრივ, სახეზეა სრული პოლიტიკური სიბეცე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა, რადგანაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს. დღევანდელი “ნაცების” მიერ მოგონილი ფრაზეოლოგიაა, რომ თავი აარიდონ კანონის მსახვრალ ხელს, თუკი ისინი დაარღვევენ კანონს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვერავინ შეძლებს და, კანონის გვერდის ავლით, კონსტიტუციის დარღვევით რაიმე პროცესებს ვერ წარმართვას.

”არიან თავიანთ ილუზორულ წარმოდგენებსა და ფანტაზიებში. ყველანი ძალიან გაფრთხილდნენ გამონათქვამებშიც, პროცესებშიც… დანაშაულის შემცველ თითოეულ ნაბიჯს, რომელიც იქნება შესატყვისი სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქცევებისა, ბუნებრივია, ექნება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები