„რუსთაველის გამზირზე ღამღამობით მორბენალ 50-100 კაცს ვხედავთ; ასეთივე ბედი უწერია ყველა იმ შეკრებას, რომელსაც სიმართლე არ უდევს საფუძვლად” – მათიკაშვილი

“კაჭკაჭივით ერთსა და იმავეს რომ იმეორებ და გაბრაზებული ბავშვები ხმამაღალი ტირილით მშობლების ყურადღების მიქცევას რომ ცდილობენ, ხაბეიშვილის განცხადებებიც ამას ჰგავს, ეს ყველაფერი ქართული რეალობისთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა თქვა ქვეყანაში ის ხალხი არ არსებობს, “ვინც რადიკალებს მათ ტყუილებში აჰყვება”.

„რუსთაველის გამზირზე ღამღამობით მორბენალ 50-100 კაცს ვხედავთ. ასეთივე ბედი უწერია ყველა იმ შეკრებას, რომელსაც სიმართლე არ უდევს საფუძვლად. მათ ნიღაბი მოცილებული აქვთ, ემპათია და სიმპათია არ გააჩნიათ. რეალურად, საკუთარი პატრონებისთვის იმის ჩვენებას ცდილობენ, რომ არ ჩერდებიან და მათგან მიღებული ფულს ამართლებენ, აქციებს მართავენ და ფაფხურობენ“, – განაცხადა მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები