“ოპოზიციის უარგუმენტობას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არგუმენტირებული, დადებითი დასკვნა უპირისპირდება ხოლმე” – ქადაგიშვილი
“ეუთო/ოდირის დასკვნა ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური”, – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევას ეხება.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა ეუთო/ოდირის დასკვნა გვერდზე გადადეს და თვალი დაიბრმავეს, არ დაინახეს ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნა, ფაქტი მაინც ჯიუტია. ეუთო/ოდირის დასკვნა ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური და, რა თქმა უნდა, ეს მათ აშფოთებთ, იმიტომ რომ მათ უარგუმენტობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არგუმენტირებული დადებითი დასკვნა უპირისპირდება ხოლმე“, – აცხადებს ქადაგიშვილი.