“ეუთო/ოდირის მოწვევით ყველა სპეკულაციას და მანიპულაციას წერტილი დაესმება, გასულ თვეებში ეუთო/ოდირის მიმართ აღვირახსნილი კამპანია იყო” – მახაშვილი

“ეუთო/ოდირის მოწვევით ყველა სპეკულაციას და მანიპულაციას წერტილი დაესმება. გასულ თვეებში ეუთო/ოდირის მიმართ აღვირახსნილი კამპანია იყო, მათ კრიმინალებს ეძახდნენ და ძირს უთხრიდნენ”, – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე ეუთო/ოდირი იქნება თუ არა, ამით არ გადაწყდება საქართველოს დემოკრატია, რომელიც ქვეყანაში შემდგარია.

“თუ ვინმეს თავისი აზრი არ აქვს, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და მოსახლეობამ გამოხატა თუ არა თავისი არჩევანი, მათთვის ამ საკითხს წერტილი დაესმება. თუ მათ სურვილი ექნებათ, თვითმმართველობის არჩევნებს დაესწრებიან და საშუალება ექნებათ, შეაფასონ. ვისაც თავისი აზრი არ აქვს და არ შეუძლია ორი წერტილი დააკავშიროს, ვნახოთ, რას დადებენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპონენტებზე ვსაუბრობ”, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები