კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის სხდომასა და „მეგობარ აქტზე“ – ჩვენ არაფერს არ ველოდებით – კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

ჰელსინკის კომისიის 10 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით, საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, საქართველოს ხელისუფლება არაფერს ელოდება. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.

„არაფერს ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ, ბოლოს პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან.

კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე, ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილისმწამებლური ინფორმაციით.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები