“თვითმმართველობის არჩევნებზე არ ვართ ვალდებულები რაიმე მისია მოიწვიოს ჩვენმა გუნდმა”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ განაცხადა.
ის “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას გამოეხმაურა.
“თვითმმართველობის არჩევნებზე არ ვართ ვალდებულები რაიმე მისია მოიწვიოს ჩვენმა გუნდმა. გადაწყვეტილება ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით არის ძალიან სწორი, იმიტომ, რომ სპეკულაციები არ იყოს გინდ გარე აქტორებისგან, ასევე არანაირი სპეკულაციის საშუალება არ უნდა დავუტოვოთ იმ ორ ოპოზიციურ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში და რომლებიც ადრე ლანძღავდნენ ეუთო/ოდირ-ის დასკვნას და აკრიტიკებდნენ”, – განაცხადა ზურაბ რურუამ.