“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, მოსკოვის გამზირზე რამდენიმე კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა 

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური, მოსკოვის გამზირის 36-ე “ბ” და მე-18 “ე” კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. თავდაპირველად კანდიდატმა ადგილობრივებთან საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს დიდ ეკრანზე უგულშემატკივრა და მათთან ერთად აღნიშნა ნაკრების გამარჯვება. 

შემდეგ კი გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც აღინიშნა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ სივრცეში ბევრი რამ გაკეთდა – გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასახელებულ კორპუსებს შორის მდებარე სკვერს, თუმცა არსებობს პრობლემებიც. კერძოდ, ამავე არეალში არის 36-ე “ე” ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც, როგორც კანდიდატმა განაცხადა, აუცილებლად მოხდება მცხოვრებლების 100% თანხმობის შემთხვევაში.

ამავე ლოკაციაზე მოსახლეობამ მოითხოვა მინი სტადიონის მოწყობა, რაზედაც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუნიციპალიტეტის მომდევნო 4-წლიან სამოქმედო გეგმაში უკვე გათვალისწინებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები