მაჭავარიანი – არასამთავრობოებზე: მათი ძირითადი ამოცანა არის ინსტიტუტების, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია
“მათი ძირითადი ამოცანა არის ინსტიტუტების, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და ისინი ამისთვის ძალიან სერიოზულ დაფინანსებებსაც იღებდნენ წლების განმავლობაში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განუცხადა.
„აბსოლუტურად ყველა გახმაურებული საქმე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიეწებებინათ და რაც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით. მათთვის ძალიან კარგად არის რეალობა ცნობილი, ისინი მართლა ენდობიან სასამართლოს, თუმცა მათი ამოცანა და დავალება არის ის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი, როგორც დანარჩენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტების“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.