“ISFED-ის ახლანდელ ხელმძღვანელს აღიარებული აქვს, რომ ყიდულობდნენ სახის დამცავ საშუალებებს, რათა გადაეცათ თავიანთი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციაში” – გორდულაძე

“ISFED-ის ახლანდელ ხელმძღვანელს აღიარებული აქვს, რომ ყიდულობდნენ პირბადეებს თუ სახის დამცავ სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ გადაეცათ თავიანთი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციაში”, – ამის შესახებ „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განუცხადა.

„ეს აქციები რომ ძალადობრივი იყო საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებმა, პარლამენტის შენობამ იცის, რადგან კვალი ამ ძალადობრივი აქციების ახლაც ატყვია საქართველოს პარლამენტის შენობას.

ანალოგი შეიძლება არც კი ჰქონდეს იმდენად ძალადობრივი იყო აქციები, თან დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. პირდაპირ ფინანსდებოდნენ ეს ადამიანები გარედან, მაგრამ ახლა უკვე როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ საქმეს და მათი ანგარიშების დაყადაღება მოხდა, ახლა ცდილობენ, რომ მიაწებონ იარლიყი ამ მიმდინარე საქმეს, პოლიტიზება მოახდინონ სისხლის სამართლებრივი საქმის, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ“, – აღნიშნა  გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები