ირაკლი ქადაგიშვილი ეუთო/ოდირის მოწვევაზე: არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ღიად და სამართლიანად ტარდება
საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა.
„ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის ამ დემოკრატიული მონაპოვრით, ამის სრული შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენ არასდროს შევშინებივართ რაიმე შეფასებას ჩვენი არჩევნებისა გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ტარდება ღიად და სამართლიანად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.