დავით მათიკაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ

„იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზოგადად, არ არის ტრადიციულად წესად მიღებული ეუთო/ოდირის, როგორც დამკვირვებლის მოწვევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ იყოს არანაირი ნიადაგი შექმნილი იმისთვის, რათა ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, ტყუილების დემონსტრირება, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.

ჩვენ გვქონდა გაცხადებული წინასწარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალური ფრთა, პოლიტიკოსებისა და მათი დავალების მიმცემების მხრიდან იქნებოდა აღიარება და დადასტურება იმ შედეგისა, რაც ეუთო/ოდირმა დააფიქსირა 2024 წელს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები