ირაკლი კობახიძე – ეუთო ოდირის მოწვევით ჩვენ გამოვხატეთ სრული ღიაობა, არ ველით, რომ ამას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია – რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა
“ეუთო ოდირის მოწვევით ჩვენ დღეს გამოვხატეთ სრული ღიაობა, არ ველით, რომ ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მე მათგან არ ველოდები დამოკიდებულებების ცვლილებას. რადგან წამოიჭრა საკითხი ეუთო ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გამოვხატეთ სრული ღიაობა. ეს ღიაობა გამოიხატება იმაში, რომ ვიწვევთ ეუთო-ოდირის მისიას და გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ყველანაირი პირობა შევქმნათ მისი საქმიანობისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის გამოვლენა. არ ველით, რომ ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია. მათ არც წინა შემთხვევაში სცეს პატივი ეუთო-ოდირის დასკვნას, პარლამენტი არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დამოკიდებულების ცვლილება მათგან აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი და ამას არ ველით არც მათი პატრონების მხრიდან. მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ასე ხდება ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. მაინცდამაინც უნდა მოიგოს ისეთმა ძალამ, როგორიც საქართველოს შემთხვევაში არის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ იწონებენ არჩევნების შედეგებს. ამიტომ, მე არ ველოდები ოპოზიციისგან და მათი პატრონებისგან დამოკიდებულებების ცვლილებას. ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, ჩვენთვის მთავარია ის ღიაობა, რომელსაც ამ აქტით გამოვხატავთ “, – განაცხადა პრემიერმა.