შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელები გამარჯვებულები დაბრუნდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრები ნიდერლანდების სამეფოში გამართული ევროპის ეროვნებათა ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ ევროპის ეროვნებათა ჩემპიონატზე ქართველმა ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ – პირველი, ხოლო კონსტანტინე კოლიაშვილმა მეორე ადგილი მოიპოვა. კლუბ „MIA FORCE“-ის მრბოლელები „LEGEND SUPER CUP“-ის ჩემპიონატის ყველა ეტაპზე ლიდერობდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი, სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დახვდნენ. მათ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს.
შსს-ს სპორტული კლუბის წევრი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები