დავით მათიკაშვილი – უკრაინა ომში არა მხოლოდ პოლონეთს ითრევდა, არამედ მისი მცდელობა იყო, კონფლიქტში სხვა ბევრი ქვეყანა ჩაეთრია
„ნათელია, რასაც საქართველოს უკრაინაში ომში ჩართვაზე ვამბობდით. იმდენად მყარად დადასტურებულია, რომ ამაზე ეჭვები აღარ გამოითქმის, ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობა რომ იყო, ამას წყალი არ გაუვა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და რაც უფრო მეტ გარე რესურს გამოიყენებს საომარი მოქმედებების საწარმოებლად, მისთვის ხელშეწყობა იყო.
„ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობა რომ იყო, ამას წყალი არ გაუვა. უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და რაც უფრო მეტ გარე რესურს გამოიყენებს საომარი მოქმედებების საწარმოებლად, მისთვის ხელშეწყობა იყო, მაგრამ პოლონელებს და ქართველებს ვკითხოთ, ომში ჩართვა უნდათ? უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება გვახსოვს, სოხუმში როგორ უნდა გვესეირნა და ა.შ. კულუარული ზეწოლა და პირდაპირი მოთხოვნა იყო, საქართველო ომში ჩართულიყო. გზად გვთავაზობდნენ მებრძოლების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ა.შ. ეს იყო გზა, რაც საქართველოს ომში გარდაუვალ ჩართვას გამოიწვევდა. ნათელია, რომ რასაც საქართველოს ომში ჩართვაზე ვამბობდით, იმდენად მყარად დადასტურებულია, რომ ამაზე ეჭვები აღარ გამოითქმის.
საქართველო ღიად იყო დარჩენილი იმად, რომ ვინმეს ეთქვა, რუსული არმია რამდენიმე დღე როგორ შეაკავა, მაგრამ რა ვქნათ, ამდენი ადამიანი რომ დაიღუპა და ქალაქები განადგურდაო. ეს რომ თქმულიყო, ამისთვის ქვეყანას სწირავდნენ. შემდეგ იტყოდნენ, რამდენი გმირი ჰყავს საქართველოსო. კი, ომში ქვეყანას გმირები ჰყავს, მაგრამ უფრო დიდი გმირობა იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, ზეწოლას არ დაემორჩილა და ქვეყანა იმ უბედურებისგან დაიცვა, რაც დამოკლეს მახვილივით იყო კისერზე დაკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.