მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ხაზარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეში ისხდნენ.

“გადაწყვეტილება, არჩევნებთან დაკავშირებით, მიღებული აქვს “ძლიერ საქართველოს”. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის, იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი – ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება – ამ მიზნისთვის ჩვენ, “ძლიერ საქართველოს” არც ერთი წამით არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად.
რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ უკვე ციხეში ვისხედით.” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები