ირაკლი კობახიძე – თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს” თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში” პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში
როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს იმის არის ნიშანი იმის, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს” თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში” პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში.
„თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად „ლელოს” თანამშრომელია დაყენებული, ეს ადამიანი დაკავებული იყო რით – ხაზარაძე ყოველ თვე ამ ადამიანს აგზავნიდა „ტვ პირველში” პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ყოველ თვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა „ლელოს” ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს მთლიანად ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.