დავით მათიკაშვილი – ხაზარაძე და ჯაფარიძე სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს

„ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, დანაშაული ჩაიდინეს და სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ უსუსტეს პოლიტიკურ ძალას იმის თავიც არ აქვს, ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს.

„ქვეყნის პრეზიდენტი საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა იმ პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, არჩევნებიც ჩატარდება, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერ პროვოკაციას წერტილი დაესვას, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა. ამ უსუსტეს პოლიტიკურ ძალას იმის თავიც არ აქვს, ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ რაიმე რესურსი აქვთ, შეუძლიათ, ნაბიჯები გადადგან. ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას წარმატების მიღწევისთვის არანაირი ნიადაგი არ აქვს. რაც შეეხება ბულინგს და ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადიკალების დღის წესრიგი იმდენად ნეგატიურია, ერთმანეთის მიმართ იმდენად დიდ უპატივცემულობას გამოხატავენ და ისეთი რღვევაა დაწყებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომ აქ გასაკვირი არაფერია. საკუთარ პარტიაშიც არ ერიდებიან ისეთ რეპლიკებს, რომელიც თვითონვე შეურაცხყოფს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები