ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი პოლიტიკური კეთილგონიერების ნიმუშია – ამ სუბიექტებს და მათ უცხოელ პატრონებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში მიზეზად საპატიმროში ყოფნა გამოიყენონ

“პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ლელოს“ ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი პოლიტიკური კეთილ გონიერების ნიმუში გახლავთ,” – ამის შესახებ  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ უცხოელ პატრონებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში მიზეზად მათი საპატიმროში ყოფნა გამოიყენონ.

„პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ლელოს“ ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი პოლიტიკური კეთილგონიერების ნიმუში გახლავთ. ამ სუბიექტებს და არც მათ უცხოელ პატრონებს არ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, არჩევნების დამარცხების შემთხვევაში მიზეზად მათი საპატიმროში, თუნდაც სამართლიანად ყოფნა მიზეზად გამოიყენონ. ამავდროულად ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კანონს უყურადღებოდ დარჩება“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები