გიორგი ვოლსკი „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე: ამ პარტიების მიმართ საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს
„არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ეს ინფორმაცია სწორი გამოდგა და მხოლოდ მერობის 20 კანდიდატი შეარჩიეს სხვადასხვა რეგიონში,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, გახარია-ლელოს პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„გაერთიანების მიუხედავად გაუჭირდებათ კადრების შერჩევა. მერობის კანდიდატების შერჩევა ადვილი არ არის. საზოგადოებას საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ორივე პარტიის მიმართ და გაცილებით უფრო უარესი დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ. ბოლო კვლევებიც ამას გვიჩვენებს. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ეს ინფორმაცია სწორი გამოდგა და მხოლოდ 20 კანდიდატი შეარჩიეს სხვადასხვა რეგიონში. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ბოლო პერიოდში ისინი ატარებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარია-ხაზარაძის ოპოზიციურმა გაერთიანებამ 44 ოლქში კანდიდატი ვერ მოიძია.